ნიკა გვარამიას ციხეში გამომწყვდევით ხელისუფლებამ უღალატა საქართველოს ევროპულ ოცნებას - იტალიური მედია

გამოქვეყნდა:

იტალიური მედია ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურება. სტატიაში, რომლის სათაურია "ნიკა გვარამიას ციხეში გამომწყვდევით ხელისუფლებამ უღალატა საქართველოს ევროპულ ოცნებას" - ჟურნალისტი ყველა იმ მტკიცებულებაზე საუბრობს, რის გამოც მედიამენეჯერის პატიმრობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ მართლმსაჯულებადაა მიჩნეული.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბრიუსელის მხრიდან მოწოდებაში, გათავისუფლდეს ნიკა გვარამია, პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება იგულისხმება, რაც ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.

"ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სატელევიზიო არხის დირექტორი უკვე, თითქმის, ერთი წელია პატიმრობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია და შეერთებული შტატები მოითხოვენ მის გათავისუფლებას. ბრიუსელისთვის ეს არის ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქართველოს ევროპული მომავლისთვის გაიმართა მარტის საპროტესტო გამოსვლებიც.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ საქართველოს პირობების ჩამონათვალი წარუდგინა, მათ შორის მეშვიდე პუნქტში სწორედ ნიკა გვარამიაა ნახსენები, კრიტიკული “მთავარი არხის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ისევეა ციხეში დამწყვდეული, როგორც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას გვარამია იუსტიციისა და განათლების მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება და მსჯავრი პოლიტიკური ანგარიშსწორებად არის მიჩნეული საერთაშორისო დონეზე - დაწყებული "ამნესტი ინთერნეიშელიდან" დასრულებული შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტით, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული სასამართლოს ხელმძღვანელი პირები დაასანქცირა ოლიგარქთან კორუფციული კავშირების გამო. როდესაც ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, საპრეზიდენტო შეწყალებას გულისხმობს, რისი განხორციელებაც ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ევროკომისიის მოთხოვნა გასული წლის ივნისში გაჟღერდა. მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ დაჰპირდა დასავლეთს გვარამიას გათავისუფლებას. ევროპელ პარტნიორებს", - წერია სტატიაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი