წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება - ბენდელიანი

გამოქვეყნდა:

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და ის 2024 წლის იანვარში დასრულდება - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

მისივე თქმით, დაწყებულია „დიდუბის ხიდის“ რეაბილიტაციაც, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

„დღეს დავიწყეთ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლას. რეაბილიტაციის ფარგლებში ფაქტობრივად მთლიანი გამზირი განახლდება. როგორც აღვნიშნე, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება, საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება, ასევე გარე განათების ბოძების მონტაჟი მოხდება. ასევე გამწვანებული თარგები და მიწისქვეშა ურნები მოეწყობა. ამ პროექტთან ერთად, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სამუშაოების ვადებს, ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში, მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს." განაცხადა ბენდელიანმა.

მერის მოადგილის ინფორმაციით,  წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 28 400 000 ლარია, ხოლო ხიდის ნაწილში - 4 200 000 ლარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი