რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე გაფიცვაა. ჩინური კომპანიის მძღოლები პროტესტის ნიშნად სამსახურში არ გამოდიან. ისინი ადეკვატურ ანაზღაურებას და შრომის უსაფრთხო პირობებს მოითხოვენ.
მძღოლების პროტესტი განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო დროს ავტობანზე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაფიცვის პირობებში და შესაბამისი ზედამხედველობის გარეშე გზის მშენებლობა კიდევ უფრო უხარისხოდ გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე, საბა ბუაძე