ზუგდიდი - თბილისის მატარებელი სოფელ ინგირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 საათით გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ავარიული გაჩერების მიზეზი, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება იყო, რომელიც ხელოვნურად დააზიანეს.
მატარებელში დაახლოებით 225 მგზავრი იმყოფებოდა. შეფერხების ადგილზე, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებენ.
ავტორი: ემა გოგოხია