"თელავის სასამართლომ მუხლი მამაჩემის მკვლელის სასარგებლოდ შეცვალა... დავრწმუნდი, რომ მკვლელის ოჯახს ჰყავს მფარველები" | მოქალაქე

გამოქვეყნდა:

"თელავის სასამართლომ მამაჩემის მკვლელის სასარგებლოდ შეცვალა მუხლი... დავრწმუნდი, რომ მკვლელის ოჯახს ჰყავს მფარველები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე გიორგი იაგანაშვილი წერს

მისი ინფორმაციით, მამამისის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, ის წერს, რომ გუშინ, სასამართლომ "ფორსმაჟორულ რეჟიმში მკვლელის სასარგებლოდ მუხლი შეცვალა და ეს ოჯახმა არ იცოდა".

"მოკლედ, ისეთი გაბრაზებული ვარ, არ ვიცი რა ვთქვა.

გუშინ, თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაჩემის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
გამოძიება მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა 108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მუხლი), რაც ითვალისწინებდა 10-15 წლამდე პატიმრობას. 

გუშინ თელავის რაიონულმა სასამართლომ ფორსმაჟორულ რეჟიმში მკვლელის სასარგებლოდ შეცვალა ნაკლებად მძიმე მუხლით (ისე რომ ოჯახმა არც ვიცოდით) და 6 წელი მიუსაჯეს.

ის, რომ მკვლელის ოჯახს ჰყავს მფარველები სასამართლო სისტემაში, ამაში ახლა უკვე 100% დავრწმუნდით. სამი მკვლელიდან ერთი დაიჭირეს და მასაც 6 წელი მიუსაჯეს. 

ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას გავსაჩივრებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არაკაცმა ცხოვოლებმა პასუხი აგონ!

დიდი ფულით და სისტემაში მფარველებით რომ იღებენ და კერავენ გადაწყვეტილებებს მათ სასარგებლოდ, სწორედ ამიტომ გვყავს დასანქცირებული “მოსამართლეები“, - წერს ის.

მისივე ინფორმაციით: "აქვე დავამატებ, გამომჩა მეთქვა. ამ არაკაცება, ჩვენი ადვოკატის მოსყიდვაც სცადეს ფულით!"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი