"ჯანდაცვის მინისტრს შევხვდით და გვაპამპულავა.. ხან რას მიზეზობენ, ხან რას" | აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტი კანცელარიასთან

გამოქვეყნდა:

"ჯანდაცვის მინისტრს შევხვდით და გვაპამპულავა.. ხან რას მიზეზობენ, ხან რას" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკუნა გოჩიაშვილი წერს, რომელიც ამ წუთებშიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება და ხელისუფლებას აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს სხვა მშობლებთან ერთად სთხოვს. 

"კანცელარიასთან ვართ ახლა ხუთი მშობელი, ჯანდაცვის მინისტრს შევხვდით და გვაპამპულავა და გამოგვიშვა, გვეკაიფებიან უბრალოდ, ცოტანი ვართ და ხან რას მიზეზობენ ხან რას. მეორე ღამეა ათევენ დედები, ამაღამ მე უნდა შევცვალო და დაისვენონ. ხვალ აქცია გვინდა დავაორგანიზოთ და ივენთს გავაზიარებ, ვინც შეძლებთ მოდით" - წერს მოქალაქე მაკუნა გოჩიაშვილი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი