GWP-ს განცხადებით, დღეს, 21 აპრილს, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N47-ის მიმდებარედ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანია ამბობს, რომ ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მათი ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 21 აპრილს, 12:30 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: მოსკოვის გამზირს და კვარტლებს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, გარდაბნის გზატკეცილს, საფერავის, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, მანავის, საექიმოს, არტურ ლაისტის, იუნკერთა ქუჩებს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, შოთა ნადირაშვილის და მიმდებარე ქუჩებს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.