პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები ისევ ღარიბაშვილის პასუხის მოლოდინში არიან. ცოტა ხნის წინ კანცელარიასთან ხმაური იყო. მშობლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
დედები ამბობენ რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე ძვირადღირებული პრეპარატის დაფინანსების თანხმობას არ მიიღებენ.
გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს - ეს მოთხოვნები კანცელარიასთან აღმართულ რკინის ღობეზეც გაჩნდა. მშობლები სახალხო დამცველის მისვლასაც ითხოვენ და ლევან იოსელიან მათი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.