დედების ბრძოლა შვილების გადასარჩენად გრძელდება. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მხოლოდ ხელისუფლების დახმარების იმედად არიან, თუმცა ქართული ოცნება უარს ამბობს და არ აფინანსებს იშვიათი დაავადების სამკურნალო მედიკამენტის შესყიდვას და ქვეყანაში შემოტანას. ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ დედები ქუჩაში გამოვიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საპოლიციო ძალები დაახვედრა. მიუხედავად იმისა რომ სამი დღეა მშობლები ღამეს სამთავრობო კვარტალში ათენებენ პრემიერ მინისტრს არც კი უფიქრია მათთან შეხვედრა