"სამი ნიღბიანი დამესხა თავს, ერთი ვიდეოს მიღებდა, წამაქციეს და მირტყამდნენ" - სომეხთა სათვისტომოს პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

სომეხთა სათვისტომოს პრეზიდენტი არტურ მირზოიანი ამბობს, რომ 21 აპრილს საკუთარ სახლთან, თავს დაესხა სამი უცნობი პირი რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მირზოანი ამბობს, რომ მომხდარს საკუთარ საქმიანობას უკავშირებს: 

"დამესხა თავს სამი პიროვნება, სამივე იყვნენ ნიღბებში, ორი დამესხა თავს, მესამე ვიდეოს იღებდა. წამაქციეს მიწაზე, მიზანმიმართულად თავში, ზურგისა და მუცლის არეში მირტყამდნენ. ჩემ წინააღმდეგ ამ ქმედებას ვუკავშირებ ჩემს მოღვაწეობას, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს",- ამბობს მირზოიანი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი