"სიჩქარე გამართლებული არ არის" - გაბუნიას თქმით, „ვოსორიტიდის“ დანერგვა საპასუხისმგებლო და კომპლექსური პროცესია

გამოქვეყნდა:

„თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები“- ამის  შესახებ ჯანდაცვის პირველმა მოადგილემ განაცხადა.  

თამარ გაბუნიას განმარტებით, სწორედ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია პროცესი კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს. სამინისტრო მზად არის ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. 

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მედიკამენტ „ვოსორიტიდის“, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ახალი პრეპარატის დანერგვა, საპასუხისმგებლო და კომპლექსური პროცესია და "სიჩქარე ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის."

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით, უკვე 4 დღეა მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და ღამეებს ათევენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი