ლევილის მამულში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
ზურაბიშვილის თქმით, შენობა რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას 2016 წელს გადაეცა, თუმცა მთავარ შენობას რეაბილიტაცია ამ დრომდე არ ჩატარებია.
"რემონტი გაკეთებულია, მთავარ კედლებზე, რომელიც არის გარე კედლები და ჯერჯერობით არაფერია დაწყებული მთავარ შენობაზე. მთავრობას 2016 წელს გადაეცა და იმის შემდეგ ჯერჯერობით მთავარი შენობები არ გაკეთებულა. მთავარი შეკითხვა არის დასმული, შინაარსი ამის იყოს ეროვნული და ამ შინაარსში შეყვანილი, რაც იყო პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში", - თქვა ოთარ ზურაბიშვილმა.
[ფოტო: რადიო თავისუფლება]
მანამდე, 14 აპრილს ოთარ ზურაბიშვილმა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს წერილით მიმართა. ზურაბიშვილი წერილში აღნიშნავდა, რომ ლევილის მამულების არც კონცეფცია და არც დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საქმის კურსში არავინ ჩააყენა სათვისტომო, რომელიც ლევილის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაშია.
ლევილის მამულებში ჩატარებულ სამუშაოების შესახებ კულტურის სამინისტრომ ინფორმაცია და ფოტოები 21 აპრილს გაავრცელა.