"მე ისეთი მიყვარს ჩემი შვილი როგორიც არის, მაგრამ შარვალს როგორ იცმევს იცით?...წამალს ვითხოვთ, მეტს არაფერს" - დედების აქცია

გამოქვეყნდა:

ტკივილისთვის გამეტებული ბავშვები - აქონდრონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედები უკვე მეხუთე ღამეს გაათევენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათთვის კი ვერავინ მოიცალა. ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, რომ დეტალურად აუხსნან რატომ არის მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული პრეპარატის შემოტანა, მაგრამ პრემიერი მათ არ ხვდება და არც რომელიმე წარმომადგენელი გაუგზავნია, რომ დედებს მოუსმინონ.

"ჟანგბადი გაუკეთე შენ შვილს, წამალი არ უშველისო ამას გვეუბნებიან..მე ისეთი მიყვარს ჩემი შვილი როგორიც არის, მაგრამ ჩემი შვილი შარვალს როგორ იცმევს იცით? წაკუზული თავით, ხომ შეიძლება ხელები გაეზარდოს, ხომ შეიძლება ფეხი გაეზარდოს, წამალს ვითხოვთ, მეტს არაფერს" - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთი მშობელი.

დედები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი