კანცელარიასთან პროტესტს დიაბეტიანი ბავშვების მშობლები შეუერთდნენ | მზადება დედების მარშისთვის

გამოქვეყნდა:

დიაბეტიანი ბავშვების მშობლების სოლიდარობა აქონდროპლაზიის სინქრომის მქონე მოზარდების დედებს - ამ წუთებში, კანცელარიასთან მიმდინარე პროტესტს დიაბეტიანი ბავშვების დედები შეუერთდნენ. 

"კარგად გვესმის ამ მშობლების, ჩვენც და ჩვენი შვილებიც უგულებელყოფილები ვართ ჯანდაცვის სისტემის მხრიდან", - ამბობენ ისინი.

დღეს 18:00 საათზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან საპროტესტო მარშს გამართავენ. მოთხოვნა უცვლელია - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანა ქვეყანაში.

უცვლელია მთავრობის პოზიციაც. ხუთდღიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, პრემიერმინისტრი დედებთან შეხვედრას ისევ არ აპირებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი