"5 საათზე ექიმები უნდა მოსულიყვნენ მხარდასაჭერად... ნაწილი ვერ მოვიდა, დაურეკეს ზემოდან" - ამის შესახებ კანცელარიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
5 საათზე ექიმები უნდა მოსულიყვნენ მხარდასაჭერად. ნაწილი მოვიდა და ნაწილი იცით რატომ ვერ მოდის?
დაურეკეს ზემოდან და ასეთი კითხვა დაუსვეს: თქვენ ლიცენზია გაქვთ გასაგრძელებელი ხომ?
ბრაო, ველოდები, ჩვენ რით დაგვაშანტაჟებთ, - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
კანცელარიასთან მიმდინარე აქციას ექიმების ნაწილი დღეს 17:00 საათზე, სოლიდარობის მიზნით შეუერთდა.