დედოფლისწყაროში, ღარიბაშვილის სახლს სატვირთო მანქანა დაეჯახა | მძღოლი თბილისში დააკავეს

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთო მანქანა დაეჯახა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი შემთხვევიდან ორ საათში თბილისში დააკავეს.

დაუდევრობა თუ გამიზნული ქმედება - პრემიერის ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს, კამერებთან საუბარი არ სურთ ადგილობრივებსაც.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი