რაჭის სოფლები ბავშვების გარეშე | რეგიონები მოსახლეობისგან იცლება

გამოქვეყნდა:

მიგრაციული სტატისტიკა საქართველოში წლიდან წლამდე კატასტროფულად უარესდება. ქვეყანას ტოვებენ ახალგაზრდა, ამბიციური ადამიანები - ისინი, ვისზეც მომავლის საქართველო უნდა იდგეს. ეს თავისთავად მძიმე პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა რეგიონებში. ამ შემთხვევაში უკვე შიდა მიგრაციაც ერთვება და შედეგად ვიღებთ მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებს. 

მაგალითად რაჭაში, სოფელ ხოტევში, სადაც მანანმდეც იდგა მიგრაციული პრობლემები, უკვე მეოთხე წელია, სკოლა დაკეტილია. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ბავშვები აღარ არიან. ბოლოს იქ ახალშობილი ათწლეულების წინ გაჩნდა. სოფელში ერთადერთი ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს, რომლის პატარა წევრებს ყოველდღე 10 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში უწევთ სიარული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი