"ჯანმოს "ვოსორიდიტთან" მიმართებით არ აქვს რეკომენდაცია" | გაბუნია აქონდროპლაზიის მედიკამენტზე

გამოქვეყნდა:

"იქიდან გამომდინარე, რომ "ვოსორიდიტი" ადრეული ეტაპის პრეპარატია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ აქვს არც რეკომენდაცია და არც გაიდლაინი სტანდარტული სახით შეტანილი არ არის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე მტკიცებით, "ვოსორიდიტის" ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება.

"იქიდან გამომდინარე, რომ "ვოსორიდიტი" ადრეული ეტაპის პრეპარატია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ აქვს არც რეკომენდაცია და არც გაიდლაინი სტანდარტული სახით შეტანილი არ არის. სწორედ ამიტომ არის მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება "ვოსორიდიტის" ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო. ეს პროცესი დაიწყო უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და კიდევ გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ თამამად გადავდგათ "ვოსორიდიტის" ქვეყანაში შემოტანის ნაბიჯი" - თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, უკვე წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები შვილებისთვის საჭირო წამლის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. ბოლო კვირების განმავლობაში მშობლები პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ. ისინი რამდენიმე დღეა უკვე კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. მშობლების მარში დედაქალაქში ამ წუთებშიც გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი