"გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები! ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან წამლის დაფინანსებას" | აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადება

გამოქვეყნდა:

"გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები! ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან წამლის დაფინანსებას", - ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მშობლების განცხადება! გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები! ყველა ჩარიცხვა უკან დაბრუნდება! გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ განვმარტავთ: ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან წამლის დაფინანსებას. ეს არ ნიშნავს ჩვენგან უმადურობას, გთხოვთ, სწორად გაგვიგოთ. დიდი მადლობა ყველას! მხარდაჭერა გვჭირდება მხოლოდ გვერდში ფიზიკურად და მორალურად დგომით! გთხოვთ გაავრცელოთ ჩვენი, მშობლების, ერთიანი პოზიცია!, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი