"ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას!" | დედების აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება

გამოქვეყნდა:

"ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას!" "ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს" - ამ მოწოდებებით აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება.

პროტესტს უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მოგვიანებით, საპროტესტო აქცია ისევ კანცელარიასთან გადაინაცვლებს. 

ირალი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ღამეს უკვე რამდენიმე დღეა ათევენ, თუმცა ღარიბაშვილი მათთან შეხვედრას არ თანხმდება.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი