უმძიმესად ვითარდებოდა პროცესები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა უწყვეტი პროტესტის მიუხედავად ხმა მთავრობას მაინც ვერ მიაწვდინეს. მოზარდების მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებაში ინფორმირებულია ყველა, თუმცა ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ სურს.
პრემიერმინისტრმა დღეს რამდენიმე წუთიც ვერ გამონახა პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად, სამთავრობო ტრიბუნა კი იმისთვის გამოიყენა, რომ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარებაში დაედანაშაულებინა.
უახლესი პრეპარატი, რომელიც მსოფლიოში უკვე აქტიურად გამოიყენება, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავებისთვის ერთადერთი ხსნაა. საქართველოში კი ამ დიაგნოზით მხოლოდ 12 მოზარდი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გაცილებით ნაკლები თანხის დახარჯვა მოუწევს, ვიდრე ყოველწლიურად მაღალჩინოსნების კომფორტზე იხარჯება, თუმცა ეს ბავშვები "ქართული ოცნების" პრიორიტეტების სიაში ვერ მოხვდნენ. იმისათვის რომ არ შეიძინოს ვოზორიტიდი "ქართული ოცნება" ყველა მიზეზს ასახელებს, მათ შორის არ ერიდება პოლიტიკურ განცხადებებსა და ბრალდებებს სასოწარკვეთილი მშობლების მისამართით.
ავტორი: ზურა პეტროსიანი