ქოლცენტრების ომი დღეს ახალ ფაზაში გადავიდა. სამთვრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სამართალდამცველების მიერ თითქოსდა ჟურნალისტ ელისო კილაძის, იურისტ ვალერი გელბახიანისა და სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებლის გივი ჯიბლაძის კუთვნილი ქოლ-ცენტრის დალუქვის შესახებ.
საინფორმაციო საშუალებები მათი ქონების აღწერითაც კი იყვნენ დაკავებული მთელი დღის განმავლობაში, თუმცა დადანაშულებულები ყველაფერს უარყოფენ. სამთავრობო მედიისგან განსხვავებით სამართალდამცველებმა კონკრეტული ბრალდებული აიყვანეს - ლაპარაკია ფეხბურთელ რატი ალექსიძეზე, რომელიც თავდაცვის მოქმედი მინისტრის ნათესავია. ამ ორივე საქმეში კვლავ ისმოდა დავით კეზერაშვილის სახელიც. პარლამენტში კი ოპოზიციონერი დეპუტატები ქოლცენტრების თემაზე კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი