საჯარო სკოლებში მოსწავლეების კვება კიდევ ერთი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. ოპოზიცია განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს და მოითხოვს ანგარიშს უფასო კვების პროგრამის დანერგვის თემაზე. მინისტრი ამილახვარი კი პასუხისმგებლობას გაურბის. პარლამენტში მისვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა უკვე დღეს მინისტრი ამბობს, რომ პროექტის მოქმედება მხოლოდ ქვეყნის ყველა სკოლაში სასადილოების მოწყობის შემდეგ იქნება შესაძლებელი. კითხვაზე, რატომ არ ამოქმედდა ეს პროექტი, "ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო 11 წელიწდში, მინისტრს პასუხი არ აქვს.