"დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" | 25 აპრილს, 19:00 საათზე, კანცელარიასთან, დედების მორიგი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

25 აპრილს, 19:00 საათზე, კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მორიგ აქციას გამართავენ. მშობლები მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ. 

ცნობისთვის, აქონდროპლაზია გენეტიკური დაავადებაა, როცა ბავშვის სხეული ასიმეტრიულად ვითარდება და ის დაახლოებით 25 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება. წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არ შემოდის. მშობლები ამბობენ, რომ რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ მის შეძენას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი