"4-მა ადამიანმა დავინახეთ, როგორ შეაგდო პოლიციელმა ქალმა ბოთლი მანქანის ქვეშ... მივედი, ვუთხარი, რომ აეღო, პოლიციელმა იუარა, არ გამიკეთებიაო" - წერს სოციალურ ქსელში, "აფხაზური ამბების" დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია.
"4-მა ადამიანმა დავინახეთ, როგორ შეაგდო პოლიციელმა ქალმა ბოთლი მანქანის ქვეშ. მივედი, ვუთხარი რომ აეღო, იმიტომ, რომ შემდეგ ისევ ჩვენ დაგვაბრალებდნენ გარემოს დაბინძურებას. ბოთლის გადაგდებაზე აქტივისტებს 80 ლარით გვაჯარიმებენ, ხან 1000 ლარითაც კი. პოლიციელმა იუარა, არ გამიკეთებიაო. შემდეგ მოვიტყუე და ვუთხარი, რომ ვიდეო გვქონდა გადაღებული და ავტვირთავდიყ ყველგან. ამის თქმის შემდეგ აღიარა თავისი საქციელი, მაგრამ ბოთლი ისევ მანდ გდია" - წერს გელა ხასაია.