"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ დღეს, 25 აპრილს, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 აპრილის 22:00 საათიდან 26 აპრილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: კაიროს, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ელენე მეტრეველის, შალვა ნებიერიძის, ნუგზარ საჯაიას, ტიმოთე გაბაშვილის, აზა ადამიას, ნატო გიორგაძის, ლუკა რაზიკაშვილის, ცისკარიშვილის, ფაღავას, სანაძის, ზაალიშვილის, კაიროს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ქუჩებს.
გარდა ამისა, GWP ამბობს, რომ ქართლის ქ.N5-თან აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 აპრილს 12:00 საათიდან 25 აპრილის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რიონში: თმოგვის ქუჩას თავის ჩიხებით და შესახვევებით, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის, ღრმაღელის, ქართლის ქუჩებს, დაისის ქუჩა თავის შესახვევებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.