გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს - IRI

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს

კითხვაზე, გჯერათ, რომ საქართველოში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც გამოხატავს თქვენს ინტერესებს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს;
  • 25% - დიახ, სულ მცირე ერთი პარტია მაინც სრულად გამოხატავს ჩემს ინტერესებს;
  • 29% - დიახ, სულ მცირე ერთი პარტია მაინც, მეტ-ნაკლებად გამოხატავს ჩემს ინტერესებს;
  • 4% - ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ პასუხობს.

რაც შეეხება კითხვას, ენდობით თუ არა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა;
  • 39% - არ ენდობა;
  • 13% - ენდობა;
  • 2% - კითხვას არ პასუხობს ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი