კარგი ამბები საქართველოდან! ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა - კრამონი IRI-ზე

გამოქვეყნდა:

კარგი ამბები საქართველოდან! ქართული ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა. ქართველი ხალხის თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და IRI-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, EU-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა. გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ორგანიზაციის ცნობით, მხარდაჭერა წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი