საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, 16% უარყოფითად, 7% კი კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.
ამ რეიტინგში 72% უკავია საქართველოს საპატრიარქოს, გამოკითხულთა, 20% საპატრიარქოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 8% კი კითხვას არ პასუხობს. გამოკითხულთა 63% დადებითად აფასებს ქართული პოლიციის საქმიანობას, 33% - უარყოფითად, 4% კი კითხვას პასუხს არ სცემს.
რაც შეეხება დანარჩენ უწყებებს:
- ქართული მედია: გამოკითხულთა 62% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, 34% - უარყოფითად, 5% - კითხვას პასუხს არ სცემს;
- ადგილობრივი ხელისუფლება: 57% - დადებითი; 38% - უარყოფითი; 4% - არ პასუხობს;
- საგანმანათლებლო სისტემა: 48% - დადებითი; 45% - უარყოფითო; 7% - არ პასუხობს;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია: 43% - დადებითი; 51% - უარყოფითი; 6% - არ პასუხობს;
- პრემიერის ოფისი: 41% - დადებითი; 48% - უარყოფითი; 11% - არ პასუხობს;
- პრეზიდენტის ოფისი: 39% - დადებითო; 49% - უარყოფითი; 12% - არ პასუხობს;
- სასამართლო: 39% - დადებითი; 46% - უარყოფითი; 16% - არ პასუხობს;
- ეროვნული ბანკი: 36% - დადებითი; 47% - უარყოფითი; 17% - არ პასუხობს;
- პარლამენტი: 36% - დადებითი; 59% - უარყოფითი; 6% - არ პასუხობს;
- პროკურატურა: 33% - დადებითი; 42% - უარყოფითი; 26% - არ პასუხობს;
- პოლიტიკური პარტიები: 32% - დადებითი; 58% - უარყოფითი; 10% - არ პასუხობს.