აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო მსვლელობით დღეს ათონელის რეზიდენციასთან მივლენ

გამოქვეყნდა:

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ინაცვლებს - დღეს საღამოს 7 საათზე კანცელარიიდან აქციის მონაწილეები ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და ეცდებიან ქვეყნის პირველ პირსაც მიაწვდინონ ხმა: 

"ეს ხომ არის სახელმწიფო? ხომ გვყავს წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ხომ? როგორც იცით, წელიწადი და 5 თვის მანძილზე ვიბრძოდით ამ მედიკამენტისთვის ცივილურად, 2 წერილი გვაქვს გაგზავნილი ქალბატონ ზურაბიშვილთან, დარწმუნებული ვარ წაიკითხა, თუმცა რომ გითხრათ დიდი გამოხმაურება და გვერდში დგომა ვიგრძენით, ვერ გეტყვით, ამიტომ გადავწყვიტეთ მშობლებმა, დღეს უკვე ბავშვებიც შემოგვიერთდებიან და მოსახლეობა ვინც გვერდით დაგვიდგება, მივადგეთ პრეზიდენტს რეზიდენციასთან და ვუთხრათ, რომ დაგვინახოს  და შეგვამჩნიოს რომ ვარსებობთ, ის ჩვენი ნებით არის პრეზიდენტად მობრძანებული და ვალდებულია, როგორც ქალმა და დედამ სოლიდარობა გამოგვიცხადოს" ამბობს აქციის მონაწილე მშობელი.

მთავრობის ადმინისტრაციასთან კი უწყვეტი პროტესტი უკვე მერვე დღეა გრძელდება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებმა უკვე 7  ღამე გაათენეს კანცელარიასთან და დაშლას არ აპირებენ.  დღეს საღამოს, 7 საათზე კანცელარიასთან ისინი ისევ ელოდებიან საზოგადოების მხარდაჭერას. კიდევ ერთი მსვლელობა ამჯერად ათონელის რეზიდენციის მიმართულებით  გაიმართება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი