ლეჩურში ადიდებულმა მდინარემ კაცი წაიღო - ადგილზე მაშველები მუშაობენ

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, ადიდებულმა მდინარე სტორმა 72 წლის კაცი წაიღო. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი შვილთან ერთად მდინარე სტორში გასვლას ავტომანქანით ცდილობდა, რა დროსაც ძრავა ჩაქრა და გზის გაგრძელება ვერ შეძლეს. შვილმა წყლიდან გამოსვლა მოახერხა, კაცი კი მდინარემ გაიტაცა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი