"ეზოდან შემოვიდა გაზის სუნი" - მარნეულის სკოლაში 3 ბავშვი მოიწამლა

გამოქვეყნდა:

მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ შენობაში გაზი არ არის და ბავშვების სავარაუდოდ გარედან შემოსული სუნით მოიწამლნენ. მოწამლულია სამი მეოთხეკლასელი ბავშვი.

სკოლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი და დამლაგებლები "მთავარ არხთან" საუბარში ამბობენ, რომ ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"შუადღისას მოხდა ეს ამბავი. სკოლაში გაზი არ არის, არ ვიცით როგორ მოიწამლნენ  ბავშვები.  სამივე მოსწავლე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. როგორც გავიგეთ მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ახლა სკოლაში არავინ არის, არც დირექტორი და არც მანდატური." ამბობს სკოლის თანამშრომელი.

"ეზოდან შემოვიდა გაზის სუნი  მთელ სკოლაში, ქუჩაშიც იყო, ბავშვებს ღებინების შეგრძნება ჰქონდათ, გამოვიძახეთ სასწრაფო და გადაიყვანეს" ამბობს სკოლის კიდევ ერთი თანამშრომელი "მთავართან".

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა ფაქტზე მოკვლევა, ან გამოძიება შსს-მ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი