აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

 აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში დასრულდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მისვლა სთხოვეს. იქამდე კი უწყვეტი პროტესტის მონაწილე დედებმა მთავრობის კანცელარიიდან ათონელის რეზიდენციამდე საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.

ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს მსვლელობა აღარ გაიმართება, თუმცა სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ძალაშია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი