"არ გაიმეტოთ ტკივილისთვის ბავშვები" | ზუგდიდში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მათ თანადგომა გამოუცხადეს მშობლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, კანცელარიასთან ღამეს ათევენ.
 
აქციის მონაწილეები აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ. მათი თქმით, ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს. ისინი მოუწოდებენ ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსა და არასამთავრობოებს, ხელისუფლებას წამლის შემოტანის დაფინანსება აიძულონ.

მათივე თქმით, მმართველი პარტიის დაპირება უბრალოდ პოპულიზმია, რადგან ამ წამლით უკვე სარგებლობენ უცხოეთში. ისინი მოუწოდებენ საპატრიარქოს, გადადგას ნაბიჯები აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად და მოუწოდონ ხელისუფლებას, დაეხმარონ მათ. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი