"გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაგვიჭერს მხარს და სექტემბრამდე მოხდება ამ პრობლემის მოგვარება" - შეხვედრა ზურაბიშვილთან

გამოქვეყნდა:

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ დახმარებას დაპირდა. 

უფრო კონკრეტულად კი მზაობა გამოთქვა, ჩაერთოს პროცესში, რომელიც გულისხმობს მოწინავე ევროპული ქვეყნების გაიდლაინების გათვალისწინებით, ქართველმა ექიმებმაც შექმნან ეროვნული გაიდლაინი იმისთვის, რომ მედიკამენტი "ვოზირიტიდი" ქვეყანაში დროულად შემოვიდეს: 

"ჩვენ შეგვხვდა პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, მოგვისმინა,მოისმინა დედების პრობლემა, იცოდა მან ეს პრობლემა და გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ დაგვიჭერს მხარს, რომ ეს ჩვენი პრობლემა, საქართველოში შემოვიდეს მედიკამენტი, შეგვიწყობს ხელს მოვლენების დაჩქარებში... მოხარულია, რომ თანხა არსებობს ბიუჯეტში და ძალიან მალე, სექტემბრამდე მოხდება ამ პრობლემის მოგვარება" თქვა შეხვედრის შემდეგ,  ლია შავლაშვილმა.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მისვლა სთხოვეს. იქამდე კი უწყვეტი პროტესტის მონაწილე დედებმა მთავრობის კანცელარიიდან ათონელის რეზიდენციამდე საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.

ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს მსვლელობა აღარ გაიმართება, თუმცა სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ძალაშია. 

 

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი