პროტესტი შვილების გადასარჩენად | მშობლების აქცია უკვე მე-8 დღეა, გრძელდება - ხელისუფლება ისევ დუმს

გამოქვეყნდა:

პირველი შეხვედრა უმაღლეს დონეზე. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები პროტესტის 8-ე დღეს ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ. აუდიენციაზე მიღებული გადაწვეტილებით პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერთვება პროცესებში და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოზე მორგებული მკურნალობის გეგმის შექმნა.

პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ პროტესტის მონაწილე დედებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, აქციები არ სრულდება - აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ღამეს ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენებენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი