დაუსრულებელი ხიდი ხაშურში | მოსახლეობა მუდმივი საფრთხის პირისპირ

გამოქვეყნდა:

მტკვარზე გადაჭიმული ხიდი ხაშურში, შესაძლოა, ტრაგედიის მიზეზი გახდეს. ერთადერთი ხიდი, რომელიც ქალაქს და მიმდებარე 6 სოფელს აკავშირებს, ავარიულია, თუმცა მის გადაკეტვას ხელისუფლება ვერ ახერხებს.

ხიდის ჩახერგვის არაერთი მცდელობის მიუხედავად მოსახლეობა მაინც ხსნის გზას, რადგან ალტერნატიული მარშრუტი გაცილებით გრძელი და არანაკლებ სახიფათოა. ადგილობრივების გაღიზიანებას ის ფაქტიც იწვევს, რომ კონსტრუქციის სავალალო მდგომარეობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ხიდის რეაბილიტაციის დაწყება ვერადა ვერ მოხერხდა.

ავტორები: გიორგი ახალკაცი, საბა ბუაძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი