პანკისი დაპირისპირების ზღვარზე - მუთოშვილები და ქავთარაშვილები მოსისხლე მტრებად რჩებიან

გამოქვეყნდა:

სოფელ ჯოყოლოში ჩასულმა ქავთარაშვილებმა მუთოშვილებისგან პატიება ვერ მიიღეს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვისურ მუთოშვილის ოჯახისისხლის აღების წესის აღსრულებაზე უარის თქმას არ აპირებს.

დღეს რომ გვარები უნდა შერიგებულიყვნენ, უხუცესებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. დიდი მარხვის დასრულების შემდეგ, ქავთარაშვილები დუისში უნდა ჩასულიყვნენ, მოკლული ვისურ მუთოშვილის ოჯახისთვის არსებული ტრადიციით, დაჩოქებით, პატიება უნდა ეთხოვათ და სისხლის აღებაზე უარი უნდა ეთქვათ. მიზეზი, რის გამოც შერიგება ვერ მოხდა, რადენიმე დღის წინ პანკისში მომხდარი ინციდენტი გახდა, როცა მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს

მიზეზი, რის გამოც ორი გვარი ერთმანეთს წლებია უპირისპირდება, 2019 წელს მომხდარი მკვლელობაა. 37 წლის ვისურ მუთოშვილი დუისელებმა მოკლეს. სასამართლო პროცესები ამ დრომდე არ დასრულებულა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ორ გვარს შორის მტრობას ხელს ისიც უწყობს, რომ ამ დრომდე დამნაშავეები გასამართლებულები არ არიან.

ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგებას თითქმის ორი წელია პანკისელი უხუცესები ცდილობენ. თავად, რომ ვერაფერს გახდნენ, ჩეჩნეთიდან 15 კაციანი დელეგაცია ჩამოიყვანეს. ჯოყოლოელებმა დუისელებს ვისურის სისხლი ამ დრომდე არ აპატიეს, პანკისში ყველა ოჯახმა და მათ შორის ყველა სამართალდამცავმა იცის, რომ მუთოშვილები ქავთარაშვილების სისხლის აღებას აპირებენ, ადგილობრივები შერიგებას სწორედ ამიტომ ცდილობენ, თუმცა პოლიცია გვარების დაპირისპირებაში არ ერევა და სისხლიანი ანგარიშსწორების მოლოდინში არ რეაგირებს.

 

ავტორები: ია გულიაშვილი, ნინო კეკელია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი