Myway Airlines სუდანიდან ევაკუირებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ავიაკომოანია Myway Airlines სუდანიდან ევაკუირებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამჟამდ ისინი ეგვიპტეში, ქაიროში იმყოფებიან, საიდანაც საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან:

"გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან ქაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან ქაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს კონსულს თურქეთში, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას.
ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს." ნათქვამია ავიაკომპანიის ინფორმაციაში.

სუდანიდან საქართველოს 33 მოქალაქის ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. სულ საუბარია 33 მოქალაქეზე, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებას არაფერი უთქვამს ევაკუაციის პროცესში, უკრაინული მხარის შეტანილ წვლილზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუდანიდან საქართველოს, უკრაინისა და პერუს მოქალაქეების ევაკუაცია მათ განახორციელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი