რთული პროცესია "ვოზორიტიდის" რეგულირება და დამტკიცება საქართველოში - ჯანმოს წარმომადგენელი NCDC-ში გამართული შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც აქონდროპლაზიას ეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ  ახსნა, რა ეტაპები უნდა გაიაროს პრეპარატმა "ვოზორიტიდმა" იმისათვის, რომ მოხდეს მისი ავტორიზაცია.

"რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, რთული პროცესია, რომ ეს წამალი იყოს რეგულირებული და დამტკიცებული საქართველოში და ამისათვის რამდენიმე ნაბიჯია გასავლელი, ყოველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ამ პრეპარატის კლინიკური ეფექტურობა და სხვა ბევრი მონაცემი იქნება ამისათვის საჭირო." ამბობს ის.

დომენტეს თქმით, პრეპარატის აღიარების შემდეგ, დამატებითი ნაბიჯები იქნება საჭირო იმისათვის, რომ მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს.

"როგორ უნდა იყოს ანაზღაურებული, რა მექანიზმებია ბიუჯეტიდან, ფონდი უნდა იყოს, ამ დროს, ძალიან ბევრი მომენტი უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორ უნდა გასწვდეს ქვეყანა, რომ ეს ყველაფერი იყოს სწორად გაკეთებული და მოგვარებული.

როგორც ითქვა, ის ფაქტი, რომ ეს პრეპარატი იქნება აღიარებული და მიღებული ქვეყანაში, ეს არ ნიშნავს, რომ უცბად იქნება შესაძლებელი, იქნება რომ იყოს ადგილზე და იყოს ხელმისაწვდომი და იყოს ანაზღაურებადი, ეს დანარჩენ სამუშაოსაც მოითხოვს." ამბობს ის.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭომ უნდა გააანალიზოს ყველა ხელმისაწვდომი შედეგი და მიიღოს გადაწყვეტილება კლინიკურ გამოყენებაზე, გამოყენების დადასტურებასა და ასევე მის ანაზღაურებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი