სენაკის მერიამ ჭალადიდში 4 ფაცხისა და 1 მაყლის მოწყობაში 188 365 ლარი დახარჯა | "ქარბორია"

გამოქვეყნდა:

სენაკის მერიამ ჭალადიდში 4 ფაცხისა და 1 მაყლის მოწყობაში 188 365 ლარი დახარჯა. ინფორმაციას ხობში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქარბორია" ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი 2021 წელს განხორციელდა და თანხის 10% თვითმართველობის ბიუჯეტიდან დაიფარა, ხოლო 90% გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში UNDP-ის ფარგლებში.

"ქარბორია სიხარულით გამცნობთ ხობელებს, რომ მხოლოდ ხობში არ ფლანგავენ ფულს! 
სენაკის მერიამ ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორანის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაში, ანუ ოთხი ფაცხისა და ერთი მაყალის გაკეთებაში, 188 365 ლარი გადაიხადა.

პროექტი 2021 წელს განხორციელდა. თანხის 10% თვითმართველობის ბიუჯეტიდან დაიფარა, ხოლო 90% გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში UNDP-ის ფარგლებში. 

თქვენ როგორ მოაწყობდით ზემო ჭალადიდს 188 365 ლარად? ტენდერის ნომერი: NAT210018203" - წერს "ქარბორია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი