პროტესტის კიდევ ერთი დღე. აქოდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციების დასრულებას სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსებამდე არ აპირებენ. უკვე მე-9 დღეა, მთავრობის ადმინისტრაცია მოვლენათა ეპიცენტრია, თუმცა ხელისუფლება კვალვ დუმს და დაავადებული მოზარდებისთვის წამლის შეძენას არ აპირებს.
იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მსვლელობა მოაწყვეს, სადაც გასაჯაროვდა ახალი მოთხოვნები, დღევანდელი ღამის გათენებას კი დედები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან აპირებენ.