2 ავტობუსში კონდიციონერის მონტაჟისთვის, გორის ტრანსპორტის სააგენტო 30 000 ლარს დახარჯავს.
სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
"არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოსთვის გადმოცემულ 2 ცალ ავტობუსზე, ბოდგან А0921 ან/და ბოგდან А0922 - საშუალო კლასის ავტობუსზე (ძრავის მოცულობა 4570, დიზელი) კონდიციონერის დამონტაჟება" - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.
სატენდერო პირობების თანახმად, ავტობუსებში კონდიციონერები დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან უნდა დამონტაჟდეს. სამუშაოები მომწოდებელმა ხელშეკრულების დადების დღიდან, 30 სამუშაო დღეში უნდა შეასრულოს.