დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანაზე | 2023 წელს, საქართველომ რუსეთისგან საწვავის 84% იყიდა

გამოქვეყნდა:

რუსული საწვავი საქართველოსთვის. ოკუპანტ სახელმწიფოზე ენერგოდამოკიდებულება სულ უფრო იზრდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ბიზნესს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტში - რეალურად კი ამ პოლიტიკით ეხმარება კრემლს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებაში.

პოლიტოლოგებიც და ეკონომისტებიც თანხმდებიან, რომ ხელისუფლების ეს პოლიტიკა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში იქნება ეფექტური და მომავალში უმძიმესი კრიზისის წინაშე დაგვაყენებს. გამოცდილება ექსპერტებს კარნახობს, რომ კრემლი საქართველოს დამოკიდებულებას პოლიტიკური და ენერგეტიკული ზეწოლისთვის გამოიყენებს - რისი არაერთი კონკრეტული მაგალითც არსებობს უახლეს ისტორიაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი