"უკრაინა დროულად მიიღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც რუსეთის ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის აუცილებელია" | აშშ-ის არმიის გენერალი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა დროულად მიიღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მომავალი კონტრშეტევისთვის აუცილებელია", - ამის შესახებ ევროპაში NATO-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა და აშშ-ის არმიის გენერალმა, კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.

როგორც კავოლიმ აღნიშნა, მათ უკვე მიაწოდეს უკრაინას მათთვის საჭირო იარაღი და მიწოდებას კვლავ გაგრძელებენ მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად

კავოლი თქმით, ოდესაში ამერიკელი სამხედროების წარმომადგენლები ამოწმებენ უკრაინაში ჩასულ იარაღს, ხოლო მომდევნო კვირას მორიგი შემოწმებაა დაგეგმილი.

BBC-ის ინფორმაციით, გენერალმა ამ განცხადებით იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე არ მიდიოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი