ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დატბორილია წერეთლის გამზირი, სადაც გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ მძიმე ვითარებაა ვაშლიჯვრის რაიონშიც. სტიქიის შედეგად დაზიანდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დამატებით დეტალებს აზუსტებს.