"ხელისუფლებამ შემოიტანოს და დააფინანსოს მედიკამენტები, რომლებიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის აუცილებელია" - ამ მოთხოვნით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად ქუთაისელები მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
ადგილობრივები ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების შესაბამისი მედიკამენტით უზრუნველყოფა არ ხდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან დედების აქცია ისევ გაიმართება., მოთხოვნა მედიკამენტ "ვოზორიდიტის" შემოტანაა.