ყოველწლიურად მზარდი მონაცემები, რომელთა გამოც შესაძლოა მალე საქართველო კიდევ ერთი არასახარბიელო სტატისტიკის სათავეში აღმოჩნდეს. წინა წელთან შედარებით ქვეყნიდან მიგრაციის მაჩვენებელი 25 პროცენტით არის მომატებული. მიზეზი უცვლელია, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნას უმძიმესი სოცილურ ეკონომიკური მდგომარეობსა და სრული უიმედობის გამო ტოვებენ.
მიგრაციის საგანგაშო სტატისტიკის ფარალელურად, საქსტატი კიდევ ერთ მონაცემებს აქვეყნებს, რომლითაც დასტურდება, რომ ქვეყნიდან ქართველების გადინების პარალელურად, ჩვენი თანამოქალაქეების ადგილს ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსული პირები იკავებენ. მათი უმრავლესობა საქართველოში გრძელვადიანად აპირებს დარჩენას, რაზეც შეძენილი უძრავი ქონებისა და ბიზნეს საქმიანობის მაჩვენებელი მიუთითებს.