დედების პროტესტი შვილების გადასარჩენად გრძელდება - შაბათს სამ საათზე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მასშტაბურ აქციას გამართავენ.
აქოდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციების დასრულებას სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსებამდე არ აპირებენ. უკვე მე-10 დღეა, დედები მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ, თუმცა ხელისუფლება კვალვ დუმს და მოზარდებისთვის წამლის შეძენას არ აპირებს.