ხელისუფლების კიდევ ერთი დაუსრულებელი პროექტი. ბათუმში ორი სკვერის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია, კვლავ დაუსრულებელია.
დაჭაობებული სარეკრეაციო ზონის მოწყობას ადგილობრივები წლებია უშედეგოდ ელოდებიან. ოპოზიცია კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და კონკრეტული ფაქტის უკან ბათუმის მერიის მორიგ კორუფციულ გარიგებას ხედავს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე